ჩვენ ვაერთიანებთ ბიოფერმერებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან საერთო სავაჭრო ნიშნის ქვეშ "დიდარე" და საერთო ხარისხის ნიშნის ქვეშ #წარმოებულიაბიოაგროსტექნოლოგიით. ჩვენი გუნდი, 20 წლიანი გამოცდილებით აღნიშნულ სფეროში, კონსულტაციებს უწევს ფერმერებს, აწვდის მათთვის საჭირო ბიოსასუქებსა და ბიოპრეპარატებს (მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს), ახორციელებს მონიტორინგს, მთელი საქართველოს მასშტაბით.